ახლა ჩვენ უნდა გვქონდეს დიდი გამოფხიზლების კამპანია, თუ ამას ქალბატონი სალომე თავის თავზე აიღებს, მზად ვარ, რომელ რეგიონშიც ენდომება, გავყვე, შევხვდეთ ხალხს, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, ვთქვათ, რომ გასაყოფი არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ კოალიცია “ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ახლა ჩვენ უნდა გვქონდეს დიდი გამოფხიზლების კამპანია, მთელს საქართველოში, ქუდზე კაცი, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, თუ ამას ქალბატონი სალომე თავის თავზე აიღებს, მზად ვარ, რომელ რეგიონშიც ენდომება, გავყვე, შევხვდეთ ხალხს, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, ვთქვათ, რომ გასაყოფი არაფერი გვაქვს, გვინდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, უარი ვუთხრათ იზოლაციას. ბიძინა არის მოსაშორებელი, ყველას გვაქვს ერთნაირი გზავნილი და თუ რამე შეგვიძლია, ეს უნდა გავაკეთოთ.

18 დღეა დარჩენილი და მინდა ყველას მოვუწოდო, ავიღოთ ტელეფონები, გავყვეთ წიგნაკს, დავურეკოთ თითოეულ ადამიანს და ვკითხოთ, რას აპირებენ არჩევნებზე და თუ შეგვხვდება ისეთი ადამიანი, ვისზეც პროპაგანდა ჯერ კიდევ მუშაობს, ავუხსნათ სინამდვილეში რა ხდება“, - განაცხადა ვაშაძემ.