„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი, გიორგი სიორიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „გახარია/ხაზარაძის მერობის კანდიდატი ქუთაისში პაატა ზაქარეიშვილი იქნება“.

სიორიძის თქმით, ზაქარეიშვილი „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატია, თუმცა მას ქუთაისში „ლელო“ კონკურენტს არ დაუყენებს.

„ჩვენი მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ სადაც არის პერსონალური არჩევნები, ვგულისხმობ მერობის და მაჟორიტარობის არჩევნებს, ჩვენ ერთმანეთს კონკურენტებს არ დავუყენებდით. ჩვენი კანდიდატი არ არის ზაქარეიშვილი, თუმცა როგორც მე ვიცი, გახარიას პარტიიდან ის არის მათი კანდიდატურა, თუმცა ჩვენ კანდიდატურა იქ არ დაგვიყენებია“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.