"ეს იყო პირდაპირი შურისძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც, ერთი მხრივ, არ აღიარებს დანაშაულს და, მეორე მხრივ, არ აღიარებს პრეზიდენტის ინსტიტუტს ლეგიტიმურად," - პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ოჯახის წევრების მოლოდინს შეწყალებასთან დაკავშირებით ეხმიანება.
მისი თქმით, აქციებზე დაკავებულების შეწყალების მოლოდინი არც ჰქონია.
"მე, სიმართლე გითხრათ, არც მქონდა მოლოდინი. ეს იყო პირდაპირი შურისძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც, ერთისმხრივ, არ აღიარებს დანაშაულს და, მეორე მხრივ, არ აღიარებს პრეზიდენტის ინსტიტუტს ლეგიტიმურად. სწორედ ამის გამო, ამ ადამიანებს მოუწიათ სიცივეში, ყინვაში, თოვლში მთელი დღის გატარება." - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
ცნობისათვის: 19 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.







