ტელეკომპანია "მთავარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა სკანდალურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ მინისტრს, რომელსაც მეტსახელად "ხერხემალს" ეძახდნენ, ადანაშაულებს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში.
"ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა.მან გაარკვია რატომ არ გაქონდათ ნარჩენები დროულად და,თითქოს ამ უმნიშვნელო ფაქტის გარშემო აღმოაჩინა კორუფციის ზღვა,ოკეანე,რაც გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის საბაბი.ახლა ჩვენთან რა ხდება,ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები,მერაბიშვილის თამადობით.პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი
.ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში.პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას.დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ.აქ მოკლედ დავწერე მთავარი აქცენტები.მე ვუჭერ მხარს ნიკა მელიას,ვუსურვებ გამარჯვებას,როგორც შიდა ასევე მომავალ არჩევნებში " - წერს გიორგი რურუა.