თუ „ქართული ოცნება" ასე დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში, გაიმარჯვონ არჩევნებზე და მერე მიიღონ ის კანონი, რაც უნდათ იმ მანდატით, რომელსაც ისინი საარჩევნო ყუთებთან და ურნებთან მოიპოვებენ, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი ქადაგიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

„მე ვერ გავაკეთებ ბატონი პრემიერის განცხადებაზე კომენტარს, იმიტომ რომ მას სჩვევია გადათქმა სიტყვის. შარშანაც ვნახეთ დაპირება, რომ ისინი არ დააბრუნებდნენ ამ კანონს, წელს საპასუხოს აკეთებენ. ერთადერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ თუ კი ვინმეს საღი აზრი შერჩენია „ქართულ ოცნებაში" ნამდვილად ერთადერთი გზა დეესკალაციის, რაც ყველას გვჭირდება, არის ამ კანონის უკან გაწვევა, ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა. შევხვდებით არჩევნებზე და არჩევნებზე თუ „ქართული ოცნება" ასე დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში, გაიმარჯვონ არჩევნებზე და მერე მიიღონ ის კანონი, რაც უნდათ იმ მანდატით, რომელსაც ისინი საარჩევნო ყუთებთან და ურნებთან მოიპოვებენ. ამ წუთში გეგმა არის ერთადერთი და ეს გეგმა მდგომარეობს შემდეგში, ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, ვეცდებით ბოლომდე გავუწიოთ წინააღმდეგობა ისეთი კანონის მიღებას, რომელიც გვაშორებს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს",- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.