„როგორ შეიძლება ასე სულ ქადაგებდე და სხვისი მოსმენა არ გინდოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პოლიტიკურ პარტიებთან და ექსპერტებთან ერთად საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებს.

პრეზიდენტის თქმით, მას საარჩევნო შტაბი არ აქვს.

„როგორ შეიძლება ასე სულ ქადაგებდე და სხვისი მოსმენა არ გინდოდეს, როგორ შეიძლება მინდოდეს სხვისი მოსმენა. ნელ-ნელა მიხვდებიან, რომ ეს ჩემი კამპანია არ არის, ეს არ არის ჩემი საარჩევნო შტაბი, ეს არის ჩემი ვაჭრობის თემა. უკვე რამდენჯერ მითხრეს, რომ წესიერად მოიქეცი, თუ წესივრად არ მოიქცევი ასეთ კონსტიტუციას დავდებთო. ეს უკვე მერამდენჯერ მითხრეს. ჩემთან პირდაპირ მოსვლას თან ვერავინ ბედავს, ესენი ირიბად ვაჭრობენ. ნუ დაიღლებიან ამით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.