"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საკადრო პოლიტიკას და ხელისუფლების მოღვაწეობას ეკონომიკა აფასებს. კანდელაკის განცხადებით, მინისტრებიც და პრემიერიც იმართებიან ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და მათ საკადრო გადანაცვლებას აზრი არ აქვს. 

"ჩვენ საქართველოში მრავალმხრივ გვაქვს არანორმალური ვითარება მათ შორის ის რომ მინისტრები და მათ შორის თვით პრემიერმინისტრიც კი გადაწყვეტილებებს არ იღებენ, პრემიერ მინისტრი არის პოლიტიკური წონის თვალსაზრისით არავინ, არაფერს არ წარმოადგენს, რასაც ეტყვის ბიძინა ივანიშვილი იმას გააკეთებს, ის არის მისი მსახური, ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს, გინდ კობა ნარჩემაშვილი იყოს მინისტრი მათი ერთ ერთი კაშკაშა სახე და გინდ კახა კალაძე.

საუკეთესო შემფასებელი მათი საკადრო პოლიტიკისა და "მოღვაწეობისა" ისევ და ისევ არის ეკონომიკა. მე ხომ არ ვარ ობიექტური შემფასებელი მე ვარ სუბიექტური, რადგან მე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ, არც მომეთხოვება ობიექტურობა.

დღეს ვხედავთ რომ ეკონომიკაში პროცესები უარესობისკენ მიდის", - განაცხადა კანდელაკმა.