ცესკოს ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა შაერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დოკუმენტებში, ინსტიტუციასთან მიმართებით რაიმე სახის არსებითი შენიშვნა არ იყო.
"მე ამაზე მეტი ღიაობა და გამჭვირვალობა არ ვიცი რა შეიძლება იყოს, თუ არსებობს რამე მოსაზრება მე მზად ვარ მოვისმინო და დავნერგოთ, რომ უფრო ღიაობა იყოს ამ პროცესში.
ასევე აღსანიშნავია, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, დოკუმენტებში ინსტიტუციასთან მიმართებაში რეკომენდაცია რაიმე არსებითი არ არის, თუმცა მინდა გითხრათ რომ გულდასხმით გავეცანით ამ საკითხს, კიდევ დავუბრუნდებით და შესაძლებლობის ფარგლებში ყველა მიგნებასა და რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. ", -განაცხადა კალანდარიშვილმა.