ოპოზიციამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს და აღქმები შექმნას, ვითომ გაყალბებულ არჩევნებზე, სინამდვილეში, თავისი მოქმედებით, ისინი აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი უარს არ ამბობენ დაფინანსებაზე, რომელიც მათ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მიეკუთვნათ. თუ არჩევნები არალეგიტიმური იყო, მაშინ ის დაფინანსება, რომელიც ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მიიღეს, ამ დაფინანსებაზეც უარი უნდა ეთქვათ. მაგრამ, ჩვენ ვნახეთ, რომ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ დაფინანსება მიიღო და მათ უკვე ჩაერიცხათ კიდეც ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები. მათ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ და აღქმები შექმნან, ვითომ გაყალბებულ არჩევნებზე, სინამდვილეში, თავისი მოქმედებით, ისინი აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას. ეს, მათ შორის, იმაშიც გამოიხატა, რომ მათ შესაბამის დაფინანსება მიიღეს და ისინი ამ დაფინანსებას ვერ მიიღებდნენ, თუ ისინი იტყოდნენ, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური", - განაცხადა გიორგი კახიანმა.