საქართველო განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესშია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა მარკო რუბიოს განცხადების შეფასებისას.
მისივე თქმით, საქართველო სხვის მითითებებს არასდროს შეასრულებს.
„ჩვენ სხვის მითითებებს არასდროს შევასრულებთ, მითუმეტეს როდესაც ვხედავთ, რომ ეს მითითებები შეიძლება იყოს დამაზიანებელი ქვეყნისთვისაც და არ შედიოდეს საზოგადოების ინტერესში“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.






