„მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ოპოზიციური პარტიების ახსნა-განმარტებებს. ძალიან ყურადღებით ვუსმენდი, ვინაიდან მაინტერესებდა რა არგუმენტები შესაძლოა ჰქონოდათ, ასეთი არგუმენტები ვერ მოვისმინე“, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
კახიანის თქმით, ძირითადად პოლიტიკურ შეფასებებს ისმენდნენ.
„მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ოპოზიციური პარტიების ახსნა-განმარტებებს. პირადად მე, ძალიან ყურადღებით ვუსმენდი, ვინაიდან მაინტერესებდა რა არგუმენტები შესაძლოა ჰქონოდათ ჩვენი სარჩელის საწინააღმდეგოდ. სიმართლე რომ ვთქვა, ასეთი არგუმენტები ვერ მოვისმინე.
მთლიანობაში რომ შევაჯამოთ მთელი კვირის განმავლობაში გამოსვლები, ძირითადად ვისმენდით რას, პოლიტიკურ შეფასებებს და როგორც ჩანს, ამით ჰქონდათ მცდელობა გადაეფარათ ის ძირითადი საკითხები, რაზეც რეალურად სასამართლოში უნდა გვემსჯელა“, - დასძინა მან.








