83 ხმა ნულის წინააღმდეგ - პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია.
არჩევამდე გიორგი გვარაკიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. სადაც განაცხადა: გამოვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომ ბავშვის, განსაკუთრებით მსხვერპლის უფლებების დაცვის მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწოს კანონმდებლობა
ასევე, განაცხადა: პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა და მართლმსაჯულების აღსრულება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება
შეგახსენებთ, 2025 წლის 18 ივნისს საპროკურორო საბჭოს წევრებმა 10 ხმით გენერალური პროკურორობის კანდიდატად, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე აირჩიეს. საპროკურორო საბჭო, გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი, გვარაკიძეს შესაბამისი დასაბუთებით, საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს.