"შლეგნო დაანებეთ მაგ ადამიანს თავი, თქვენი ჭკუა, ერთ თმის ღერში აქვს და მშვენიერ ანალიზს და დასკვნებს აკეთებს" - გიორგი გამსახურდია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ავტორებს და მონაწილეებს მიმართავს:
"ნაცსექტა და მათი სატელიტები, დილიდან აკრიტიკებენ პატრიარქის ეპისტოლეს და ლიტურგიაზე მთავრობის წევრების მიწვევას. თითქოს, მამაკაცთა გამაუპატიურებელი სექტა უნდა მიეწვია, ან კიდევ ეკლესიის დამრბევები.ისე, ცოდვილთა ადგილი უფროა და მისულიყვნენ, მაგრამ სად ესმით მაგ ქრისტეს ფეხის მკვნეტელებს ეგ ყველაფერი. ასევე ბევრჯერ მოვისმინე პატრიარქის კრიტიკა, ასაკშია, დაუწერეს ალბათ და ა.შ. ძალიან კარგად ვიცნობ პატრიარქს, ძალიან დიდ პატივს ვცემ და პატივს მცემს. აურაცხელად ბევრი გვისაუბრია ბევრ რამეზე,თან ბევრჯერ,მაგრამ არ არის ეგ აქ დასაწერი. ის ლეგენდა თითქოს ზვიადს მისდამი რამე ქონდა გასარჩევი, ლიბერალფაშიტების ლეგენდაა. მახსოვს, გროზნოში ჩამოსულ, ზოგ ჩვენ გაბითურებულ მომხრეს რომ უთხრა, დაანებეთ პატრიარქს თავი,თქვენი ხელით მაგ ბინძურ საქციელს ნუ აკეთებინებთ ქვეყნის მტრებს, თორემ (ერთ-ერთ ეპისკოპოსზე თქვა, სახელს არ დავწერ) დაგასვავენ თავზეო. შლეგნო დაანებეთ მაგ ადამიანს თავი, თქვენი ჭკუა, ერთ თმის ღერში აქვს და მშვენიერ ანალიზს და დასკვნებს აკეთებს."- წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.