ადამიანს ყველაზე კარგად ესმის, თუ რა აქვს ჩადენილი და რა ფაქტებზე მოუწევს პასუხისგება. თუნდაც, ის ფაქტები, რაც მარტო მე ვიცი და რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი - მოვლენების მონაწილე ვარ და ყველაფერი ჩემს თვალწინ ვითარდებოდა, - განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას „იმედი LIVE“-ში გიორგი გამსახურდიამ, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის უნდა გასამართლდეს. გამსახურდიას თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ამის გამო გარკვეული შიში აქვს.