"ჩვეულებრივი ფორმულას კონტრაქტორია და ფულის სანაცვლოდ კადრულობს ამ სისულელეებს. ამის სიტყვას ჩათვალეთ ჩალის ფასი აქვს,"- ამის შესახებ გიორგი გამსახურდია ჯო უილსონის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"აგერ, სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი, ხან პლატფორმა X-ზე პოსტებს რომ წერს და ხან კიდევ, ტრამპის ინაუგურაციაზე სალომეს რომ ეპატიჟება (პირველად გავიგე, სხვის ინაუგურაციაზე სხვას სხვა რომ ეპატიჟება). ჩვეულებრივი ფორმულას კონტრაქტორია და ფულის სანაცვლოდ კადრულობს ამ სისულელეებს. ამის სიტყვას ჩათვალეთ ჩალის ფასი აქვს, ამათ დასახვეტად შედის ის კარგი კაცი მალე თეთრ სახლში და სწორედ ილონ მასკს დაავალა ამისთანა ფულზე დახამებულების თავიანთ ადგილებზე დასმა.

P.S. თუ ვინმე უჩენს ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრებს, სწორედ ამისთანა ტიპები, ჩაბუდებულები უსასრულოდ და ფულის სანაცვლოდ ყველაფერზე ხელის მომწერები.მიხედავს ბატონი დონალდი ამათ, თან მალე."- წერს გიორგი გამსახურდია.