პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია"აიპრესს" პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

"ვადასტურებთ, პრეზიდენტის სასახლეში დღეს, დილით ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა პარტია "გიორგი გახარია საქართველოსთვის"  ლიდერმა  " - განაცხადეს პრესსამსახურში

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა“.