რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება - საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახშია, - ამ სიტყვებით ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის" დამფუძნებელი, გიორგი გახარია სოფელ კირბალთან განვითარებულ მოვლენებს.
„რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახშია", - წერს გიორგი გახარია.
სუს-ის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.