„ოცნების“ ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რიგითი ადამიანების თვალში ჩამოყალიბდა, როგორც მატყუარა პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ბევრგან ვიყავით[რეგიონებში], ელექტორალური განწყობები ამ და წინა არჩევნებს შორის ძალიან განსხვავდება იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილობა არის ძალიან გაზრდილი, „ოცნების“ უბრალოდ აღარ სჯერათ.

„ოცნების“ ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რიგითი ადამიანების თვალში ჩამოყალიბდა, როგორც მატყუარა პოლიტიკური ძალა. ეს ყველაფერი აიძულებს „ოცნებას“ რომ ნეგატიური საარჩევნო კამპანია აწარმოოს, რასაც აკეთებს.

ადამიანები ხედავენ, რომ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია და ამ ცვლილებების მოლოდინში არიან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.