ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არია ის რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ივანიშვილი ახლა საკუთარი შეცდომების ტყვეობაშია და მე მაინც იმედი მაქვს, რომ ის შეძლებს ამ ტყვეობას თავი დააღწიოს, იმიტომ რომ უაღრესად გონიერი ადამიანია და ეს ქვეყანასაც სჭირდება, მასაც სჭირდება. 
ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არია ის რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები.

მერე რომ ეუბნები - მოდი, ვილაპარაკოთ რა, როგორც გინდა. შენს სასამართლოში? - პრობლემა არ არის. მედიაში? - წამო „იმედზე“. არ გინდა სასამართლო და მედია, ისე გინდა? - არც ეგ არის პრობლემა, როგორც გინდა",- განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში გიორგი გახარიამ.