გიორგი გაბუნია: რა უნდა "ოცნებას" უკვე მეორე ინსტანციით, არ ვიცი... შეიძლება გვარამია გამოუშვან და თქვან, დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვსო

1658227588
რა უნდა "ოცნებას" უკვე მეორე ინსტანციით, არ ვიცი... შეიძლება გვარამია გამოუშვან და თქვან, დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვსო, - ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ სააპელაციო სასამართლოში ამავე არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
"სამართლის და კანონის მიხედვით რომ ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ შემეძლო მეთქვა, რა შეიძლება მოხდეს, ახლა არ შემიძლია. რისი გაკეთება უნდა "ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ინსტანციით, არ ვიცი. შესაძლოა უნდათ, რომ რაც შეიძლება მალე ბეჭედი დაარტყან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და გვარამია ჩატოვონ ციხეში რაც შეიძლება დიდხანს. შეიძლება იყოს ის, რომ რაღაცნაირად შეიმსუბუქონ საკუთარი ინსტანცია, მეორე ინსტანციამ შეცვალოს გადაწყვეტილება და თქვან: ხომ ხედავთ, ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს. პირველმა მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, ამან სხვანაირი... შეიძლება გვარამია გამოუშვან," - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.