გადატრიალება-გადმოტრიალება ვიცი საწოლში, საკუთარში ან სხვისაში, არტიაში ჩატარდა ლეგიტიმური არჩევნები -  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„გადატრიალება-გადმოტრიალება ვიცი საწოლში, საკუთარში ან სხვისაში, პარტიაში ჩატარდა ლეგიტიმური არჩევნები და არჩევნების შედეგებით არის  ახალი თავმჯდომარე და მოხარული ვარ, რომ ვხედავ სიცოცხლის უნარს, რომელიც დაბრუნდა პარტიაში.

რა უნდა გაკეთდეს და რა გეგმა გვაქვს - ევროპაში, ამერიკაში საგარეო ურთიერთობები და საქართველოს საშინაო ურთიერთობები უნდა ავიდეს უმაღლეს დონეზე, უნდა გააქტიურდეს და ყველა რესურსი, რაც კი არსებობს, უნდა მიმართული იყოს, პრეზიდენტ სააკაშვილის გასათავისუფლებლად იმიტომ, რომ ეს არის უპირველესი, უმთავრესი საკითხი  ჩვენი ქვეყნისთვის“,- აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.