მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 8 დღეში გაიმართება. 

" არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია პარლამენტს იმისთვის, რომ შეიკრიბოს. ასევე, ჩვენი კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, რომ პრეზიდენტის ვალდებულებაა, დანიშნოს სხდომა, თუმცა, თუკი პრეზიდენტი არ დანიშნავს სხდომას, პარლამენტი უფლებამოსილი იქნება, რომ შეიკრიბოს და თავად ცნოს 150-ვე წევრის უფლებამოსილება. 25 ნოემბერს იქნება პირველი სხდომა და მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა იყოს სხვა საკითხები, რომელიც ასევე არის არანაკლებ მნიშვნელოვანი. არავის აქვს უფლება, რომ შეიტანოს საბოტაჟი, არეულობა ამ პროცესებში", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის 16 ნოემბერს ცესკომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის  26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა - "ქართულმა ოცნებამ" 89 მანდატი მიიღო