მმართველი პარტია ოპოზიციას რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და ქუჩის აქციებს აანონსებს, 2020 წლის მსგავსად, ისევ პარლამენტში შესვლას უწინასწარმეტყველებს და ამბობს, მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

"ოთხივე, რომელმაც ბარიერი გადალახა, ოთხივე პარტია არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი. მათ აქვთ მიზანი, რომ ამ ქვეყანაში გამოიწვიონ არეულობა. ოთხი წლის წინ ამ ყველაფერს დასჭირდა 6 თვე, რომ დარწმუნებულიყვნენ და მათ პატრონებს ეთქვათ, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში. მე ვფიქრობ, რომ ახლა გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება ამისთვის. კონკრეტული თანხებით არიან ეს ადამიანები დაფინანსებული, მათ შორის - უცხოეთიდან, რასთან დაკავშირებითაც ანტიკორუფციულ ბიუროსაც ჰქონდა გარკვეული ეჭვები და შესაბამის გამოკვლევებს ატარებდა. ასე რომ, როგორც პატრონები ეტყვიან, ისე გააკეთებენ, ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი", - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე.