"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელის გიორგი ბიტკოველის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ გახსნილი რთველი 2022-ის საკოორდინაციო შტაბი გლეხისთვის დამღუპველია.
მისი თქმით, შტაბი მხოლოდ პარტია "ქრთული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმას, ადიკო ივანშვილს ემსახურება.   "დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდდამხოლოდ ერთი რამით არის დაკავებული. ეს არის საკუთარი ოჯახების, საკუთარი გარემოცვის და იმ ერთი ადამიანის , რომელიც აი იქიდან გადმოჰყურებს თბილისს, და ეს მუდმივი არ იქნება მისთვის, მან ეს კარგად იცის, მისი გამდიდრებისთვის... იმ დროს როდესაც, ხელისუფლება ქმნის ვითომ შტატებს და დაარქვეს რთველის შტაბი. ეს არის გლეხის დაღუპვის შტაბი და ერთადერთი ადიკო ივანიშვილის მომსახურების შტაბი",- ამბობს გიორგი ბოტკოველი.   შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 2022 წლის 24 აგვისტოდან, თელავში, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს რთველის საკოორდინაციო შტაბი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგის განცხადებით - საწარმოო, რომელიც მევენახისგან რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს შეისყიდის არანაკლებ 90 თეთრად, სუბსიდიის სახით მიიღებს 35 თეთრს