„ნებისმიერ დღეს უნდა იყოს ინიციატივა, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მოვისმენ სხვის მოსაზრებებსაც, მექნება ჩემი მოსაზრებაც და ჩამოვყალიბდებით იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი“ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ დღეს პარტიაში მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება, რომელსაც რაიონებში ყოფნის გამო, ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი

კითხვაზე, დაესწრება თუ არა ნიკა მელიას მიერ ჩანიშულ შეხვედრას ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა:

„ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არიან წასული ერთერთ რეგიონში და თქვენ შეგიძლიათ, ეს გადაამოწმოთ. ისინი არიან კონკრეტულად ამ საქმეზე ზუსტად 9 დეკემბრის მნიშვნელოვან საქმეზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო უნდა ჩატარდეს და იქ არიან დაკავებული ჩვენს აქტივთან შეხვედრით და ადამიანების მობილიზებით”.

ნიკა მელიამ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით პარტიაში შეხვედრა გამართონ. „გთხოვთ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.