,,არა აქვს მნიშვნელობა აქ მელიას მხარდამჭერი თუ არა მელიას მხარდამჭერები არიან, ჩვენ არავის არ ვყოფთ, აქ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, უპარტიოები, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა ნორმალური ადამიანი. - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის"წევრმა გიორგი ბარამიძემ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, აქციაზე შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და ქვეყნის მომავალი აწუხებს.
"შეიძლება ვიღაცამ ვერ შეძლო აქ მოსვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის აღშფოთება , რომელიც არის გამოხატული აქ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სიმბოლურად არის პროტესტის გამოხატულება ყველა იმ ადამიანისა, ვინც არის ნორმალური ადამიანი, ვისაც აშფოთებს კონკრეტულად პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ასეთი მოპყრობა. რასაც ჩვენ ღიად ვუყურებთ, რეჟიმს აქვს გადაწყვეტილი, თან ნელ-ნელა მოკლან, თან შეურაცხყოფა მიაყენონ მიხეილ სააკაშვილს.," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ცნობისთვის, დღეს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს "გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი"