რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა, ტანჯულის როლში გამოიყვანონ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომ არ თმობს სასახლეს და ის ძალის გამოყენებით გამოჰყავთ სასახლიდან, მაგრამ არა მგონია ასეთი მდგომარეობა იყოს, მე უფრო ვფიქრობ, თვითონაც გაიაზრებს, მიხვდება, რომ მისი პრეზიდენტობის ვადა ამოწურულია,- ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„გამოსავალი არის იმაში, რასაც გვთავაზობს ხელისუფლება, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. რაც შეეხება 29 დეკემბერს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, შეგახსენებთ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებს და მისი ინაუგურაციის პერიოდს, როდესაც პოლიცია, რომელსაც დღეს ის ლანძღავს და უსამართლო სიტყვებით მიმართავს, ისინი იცავდნენ მას. რომ არ ყოფილიყო პოლიცია „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულებრივად ჩაშლიდა მაგ პროცესს თელავში. ისინი ყოველთვის მუშაობენ ე.წ. „კარტინკისთვის" ზუსტად იმისთვის, შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. მე ვერ ვხედავ ამ კატასტროფას სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, იმიტომ რომ 29-ში მას ვადა ეწურება და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამ არჩევნებთან დაკავშირებით არის ერთი რამ რომ საქართველოს ისტორიაში არცერთ არჩევნებზე ამდენი დამკვირვებელი არ ჩამოსულა, როგორც ჩამოვიდა ამ არჩევნებზე. საჩივრების რაოდენობა, რაც დაიწერა და რაც განიხილა ცესკომ და თვით მათაც, ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს ვგულისხმობ, რამდენიმე დღე დასჭირდათ იმისათვის რომ გაეაზრებინათ, რა მდგომარეობაში ჩავარდნენ. ანუ არ იყო იმ დღესვე რეაგირება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა, ტანჯულის როლში გამოიყვანონ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომ არ თმობს სასახლეს და ის ძალის გამოყენებით გამოჰყავთ სასახლიდან, მაგრამ არა მგონია ასეთი მდგომარეობა იყოს, მე უფრო ვფიქრობ, თვითონაც გაიაზრებს, მიხვდება, რომ მისი პრეზიდენტობის ვადა ამოწურულია. მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბებულია, არ გვაქვს",- განაცხადა გიორგი აბდალაძემ.