სრულიად წარმოუდგენელია, იძახდე, რომ ესენი [ქართული ოცნება] არიან რუსები და რუსებს დაუტოვო სააკაშვილი ციხეში, - ამის შესახებ „ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილი თვე-ნახევარში დატოვებს ოფისს და მის ნაცვლად, მაღალი ალბათობით აირჩევენ ვოლსკისნაირ ტიპაჟს, ან წულუკიანს, ან თვითონ ივანიშვილი შეიძლება გახდეს, ამას მნიშვნელობა არ ექნება. ეს ბოლო სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელიც ჩაყლაპული არაა და მისი ჩაყლაპვაც მოხდება. მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, მთავარ  რამეში სალომე ზურაბიშვილთან თანხვედრა არსებობდა, ეს არის უპირობო მხარდაჭერა ევროპული გზის, მაგრამ ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილი თუ ოფისს დატოვებს ისე რომ მისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მან არ შეასრულა.. ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, იძახდე, რომ ესენი არიან რუსები და ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ აბსოლუტურად გაუგონარია ჩემთვის რუსებს დაუტოვო სააკაშვილი ციხეში. ეს არის არათუ ისტორიული უსამართლობა, არამედ ეს არის უბრალოდ, აუხსნელი. ხომ ვხედავთ, რომ ყველა მებრძოლი საჭიროა, ნებისმიერი ადამიანი უნდა შევაიარაღოთ ამ დიდ ბრძოლაში და უნდა ვთქვათ, მოდი ვიბრძოლოთ ერთად",- განაცხადა გიგი უგულავამ.