მგონი, გაგიტკბათ გახარიებს ცალკარა თამაში - დროა ცოტა ფოკუსი გაასწოროთ, - ამის შესახებ გიგი უგულავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა ქემოკლიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ „ფარცხალაძე წინა ხელისუფლების დროს ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, იქნებ რუსების სპეცსამსახურებმა მაშინ გადაიბირეს?!“.
„Kakhaber Kemoklidze - ფარცხალაძე ენმ-ს დროს გადაიბირეს, ოღონდ გადამბირებელი ლუფთჰანზას მოსკოვის ოფისის ოფიცერი გ. გახარია იყო😂
მე მგონი, ძალიან გაგიტკბათ, გახარიებს, ეს ცალკარა თამაში. უკვე ბოდვებში გადავიდა. პასუხის დრო ხომ არ მოვიდა? გავიგეთ, რომ უნდა გვაგინოთ, რომ ქოცებს ხმები წაართვათ. წმინდა ამოცანაა, მაგრამ მგონი ძალიან გაგიტკბათ. დროა ცოტა ფოკუსი გაასწოროთ“,- წერს გიგი უგულავა.