ანრი ოხანაშვილი მინისტრი რომ იქნება, ზოოპარკზე უარესია - მაგას ჯობია პინგვინი ან ზებრა დანიშნოს, უფრო ადეკვატური იქნება ივანიშვილის მხრიდან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ბევრი ხალხის ეშინია და „ტურებივით იქცევიან“და პარლამენტი ვოლიერად გადააქციეს.

„ეს რა პარლამენტია? პარლამენტს, რომელსაც სამი ღობე აქვს, ჩაკეტილი აქვთ ისე, რომ კამერებმაც ვერ გადაიღონ, როგორ შედის დეპუტატი. ეგ რა არის?! ვოილერია ეს, ფაქტობრივად. რა ზოოპარკიც ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ის ზოოპარკი არის. ანრი ოხანაშვილი ახლა მინისტრი რომ იქნება ზოოპარკზე უარესია. მაგას ჯობია პინგვინი ან ზებრა დანიშნოს. უფრო ადეკვატური იქნება ივანიშვილის მხრიდან,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად  ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრად, დავით სონღულაშვილი კი გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.