მაინც მოახერხა ივანიშვილმა რუსებთან დიდი „ერგნეთის ბაზრობის“ მოწყობა - ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც ცნობილი გახდა, კვირაში 49 ფრენას მხოლოდ რუსული კომპანიები შეასრულებენ. ამას პარიტეტულად ქართული მხარეც შეავსებს. დღეს ეკონომიკის მინისტრმა დავითაშვილმა დაადასტურა, რომ ცალკე აეროპორტისთვის ტერიტორიის შესწავლა მიდის.
ფაქტიურად, ახალ "ერგნეთის ბაზრობას" აკეთებს ივანიშვილი რუსებთან. "მილიონი ქართველის" საფარ ქვეშ რუსებთან ერთად რუსეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას აკეთებს. ამდენი რეისი, ტურიზმის მიღმა უდიდეს ტვირთბრუნვას ნიშნავს. იქედან რას შეიტანენ და გამოიტანენ რუსეთიდან ვერავინ გაარკვევს. ფაქტიურად, ოფიციალურად, "ლეგალურად" სანქციების თავის არიდების ზონა კეთდება - შავი ხვრელი, უდიდესი შავი ფულის ტრიალით. ამ ზონის გარეთ კი საქართველოს მთავრობა რუტინულ რეჟიმში გააგრძელებს - ჩვენ ყველა რეგულაციას ვასრულებთ და მართლაც იმ ერთი "მალაია რასიას" იქეთ ყველაფერი "ვითომ სუფთა" იქნება.
ჩვეულება რომ რჯულზე უმტკიცესია - მაინც მოახერხა ივანიშვილმა დიდი ერგნეთის ბაზრობის მოწყობა - "საქართველო ერთი დიდი სოფელია" - აისრულა თავის“ - წერს უგულავა.