ხან ერთი მთავრობა იქნება, ხან მეორე, ხან მესამე, ეს არის ევროპული მმართველობა, რაც არ უნდა "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
„ევროკავშირში გაწევრიანება და სტატუსი ნიშნავს მშვიდობიანი ცვლილებების შესაძლებლობას ქვეყანაში. ხან ერთი მთავრობა იქნება, ხან მეორე, ხან მესამე, ეს არის ევროპული მმართველობა, რაც არ უნდა "ქართულ ოცნებას". ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს დღე არ შედგეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დღე შედგეს და ვხედავთ, რომ შემობრუნება ამ საკითხში მოხდა მას შემდეგ, როდესაც ხალხმა ჭავლისა და ტყვიების მიუხედავად, დაიჭირა ევროკავშირის დროშა და ბოლომდე მიიტანა", - აღნიშნა უგულავამ.