"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის გიგი წერეთლის განცხადებით, "ნედი" ერთ-ერთი წამყვანი დემოკრატიული სტრუქტურაა აშშ-ში და ამ შემთხვევაში ჩინეთის რომელიმე ორგანიზაციის ანალიზს ვერ დაეყრდნობა. ამის შესახებ გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ამ შემთხვევაში, ნამდვილად ვერ დავეყრდნობი ჩინეთის რომელიმე ორგანიზაციის ანალიზს. "ნედი" ერთ-ერთი წამყვანი დემოკრატიული სტრუქტურაა აშშ-ში და ვიცი, რომ ის თუ რამე პროექტს ეხმარება ეს არის სამოქალაქო სექტორის და დემოკრატიის გაძლიერება. საქართველოს ეხმარება იმაში, რომ ეს ქვეყანა დასავლეთთან დაახლოვდეს და არა რუსეთთან და არა მხოლოდ ჩინეთთან. ჩინეთს ფაქტორი საკმაოდ სპეციფიკურია, როდესაც დემოკრატიულ ფაქტორებზეა საუბარი და ამას არ ჩავუღრმავდეთ. ზოგადად, ჩინეთთან ურთიერთობის ეკონომიკური კავშირების მოწინააღმდეგე არავინ არ არის, ჩინეთის მთავარი კოზირი ის არის, რომ ძალიან სერიოზულად ახორციელებს ეკონომიკურ ექსპანსიას, მაგრამ რაც შეეხება დემოკრატიას, ჩინურ მოდელთან ჩემი დამოკიდებულება არის განსხვავებული", - განაცხადა გიგი წერეთელმა.