ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო, საქართველო რუსეთთან ომს თავიდან აირიდებდა.

გიგა ბოკერიას თქმით, რუსეთი ჩვენს, უკრაინის და მისი ყველა მეზობლის სახელმწიფოებრიობას ერჩის.

„იმის თქმა, რომ რომელიმე ისტორიულ ეტაპზე საქართველოს რომელიმე ხელისუფლების ბრალია რუსეთის მიერ ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული პირდაპირი აგრესია, არის სიცრუე, მავნებლობა და  ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატი“ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ