ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოთარ ფარცხალაძეზე გაკეთებულ განცხადებაში გასაკვირი აღარაფერია, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს უტიფრობის დონეზე.

მისივე თქმით, ღარიბაშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ ფარცხალაძე ივანიშვილის წარმომადგენელია და მასთან დაკავშირებით არაფერს იზამენ

"ვიცოდით, რომ მოსკოვში დადიოდა, ურთიერთობა ჰქონდაო და აქ იგულისხმება, რომ იცოდნენ, რუსეთის მოქალაქე რომ გახდა. ან რატომ არ დაინტერესდნენ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, მსხვილი ბიზნესმენი ჩვენს მტერთან ასეთ დროს, როდესაც დასავლეთის სანქციებია და იზოლაციაა რუსეთის, როდესაც იქ რაღაც სტრუქტურებს აგებს

პირდაპირ გვეუბნებიან, რომ მათი, ივანიშვილის წარმომადგენელია ფარცხალაძე. ღარიბაშვილიც ივანიშვილის წარმომადგენელია და ამიტომ არაფერს იზამენ. დანარჩენი ბოდვა, რომ მტკიცებულებები არ გვაქვს და არ მოუმართავთო - არავინ უნდა მოგმართოს, შენი ქვეყნის მტერთან თუ ვინმე თანამშრომლობს, იმას პირველ რიგში, შენ უნდა იძიებდე".- ამბობს გიგა ბოკერია. 

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური ყოფილი პროკურორი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ამის შესახებ "აიპრესს" სუსში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა. 

შეგახსენებთ,  აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საბუთები ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია - სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

 პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, გაუგებარია ღიად ვამბობ, რომ „ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი"- რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე?

 პ.ს. ოთარ ფარცხალაძე იყო  საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე