„მე გეტყვით ჩემ აზრს, ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური, 10 წელი. გაუგებარია, პირველ რიგში, მინდა ვთქვა და გაკვირვება გამოვხატო, ზოგადად რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, გაუგებარია, აუხსნელია პირადად ჩემთვის. მე ამის თაობაზე, ღიად ვამბობ, ვაფიქსირებ ჩემ აზრს - ნათქვამია, რომ „ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი.“
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, მიაჩნია, თუ არა, რომ ოთარ ფარცახლაძე არის რუსეთის აგენტი.
„საერთოდ, იცით, რა არის? გეტყვით შემდეგ რაღაცას, ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და მე ერთი რამ მინდა, განმასხვავებელი გითხრათ - ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ის ჩემ თვალში არის მოღალატე, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება. ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი. ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, სჭირდება თუ არა მას მტკიცებულება პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა!“.
„რა თქმა უნდა! აბა, მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება? მე ახლა, ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ, არც სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე, გუნდის ყოფილ წევრზე და 10 წლის წინ პროკურორი იყო, ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ, აუცილებელია, რომ ჩვენ ასე ბრმად არ მივიღოთ გადაწყვეტილება. გასაგებია, ჩვენი პარტნიორის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ მათთან გვაქვს ეს დისკუსია და კომუნიკაცია. მთავარი, რაც მინდა ჩემი წუხილი გამოვხატო, ჩემი გაკვირვება რაც არის, არასდროს მოუმართავთ ფარცხალაძის შესახებ, აშშ-ს არცერთ სამსახურს, მათ რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში. ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ფარცხალაძე ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, მე მგონი, ეს დასამალი არ არის, ყველამ იცის. როგორ არის ფარცხალაძე ოლიგარქი? ეთანხმებით ახლა მაგ შეფასებას? რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე? კაცი წასულია ხელისუფლებიდან, 10 წელზე მეტია აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია, მაგრამ იმ პოლიტიკური ძალის განცხადებები, რომელთა ლიდერები დღესაც რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგალითად, ბატონი კობა ნაყოფია პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სააკაშვილის მარჯვენა ხელი, რუსეთის მოქალაქე, ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იყო თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ომის შემდეგაც რომ არ დაუტოვებია რუსეთის მოქალაქეობა" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.