დასანქცირება არ უნდა იყოს ბერკეტი, რასაც იმ ქვეყნის წინააღმდეგ იყენებენ, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. საქართველოს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება პოლიტიკურ ინტერესებს, თუნდაც ევროკავშირის ან ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო საკუთარი ქვეყნის გადარჩენას ცდილობს.
„ყულევის დასანქცირების საკითხი და სხვა სანქციები უსამართლობის ის პიკია, რომელსაც უნგრეთი და სლოვაკეთი ობიექტურად დაუპირისპირდნენ. გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების მხრიდან ნიშნის მოგებით განცხადების გაკეთება მოსალოდნელი საფრთხეების მანიშნებელია, თუ მყარად არ ვიქნებით და ეროვნულ ინტერესებს არ დავიცავთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.








