ჩვენ ვხელმძღვანელობთ სანქციებზე ზედამხედველობის კომიტეტის შეფასებით, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა. მათ თქვეს, რომ არათუ „შავი ხვრელები“ არ არსებობს, არამედ მცდელობებიც კი აღკვეთილია შესაბამისი სტრუქტურების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთში ისეთი პროდუქცია მაინც ხვდება, რომელიც შეტანილია სანქციებში. ეს მსოფლიო დონის პრობლემაა. შეიარაღებაში დასავლური წარმოების ნაწილები ჩანს და სტატისტიკაც არსებობს, მაგრამ ჩვენ „ფაქტ-ჩეკით“ კი არ ვხელმძღვანელობთ, როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში „შავი ხვრელი“ არ არსებობს, არამედ ვხელმძღვანელობთ სანქციებზე ზედამხედველობის კომიტეტის შეფასებით, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა. მათ თქვეს, რომ არათუ არაფერი არ გადის საქართველოდან და „შავი ხვრელები“ არ არსებობს, არამედ მცდელობებიც კი აღკვეთილია შესაბამისი სტრუქტურების მიერ. ვერ წარმომიდგენია, რომ ოპოზიცია გახარებული იყოს იმ ფაქტით, რომ საქართველოში „შავი ხვრელები“ არ არის. მათ თავიანთი სტრატეგია სწორედ „შავ ხვრელებზე“ ჰქონდათ აგებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.