პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ვენეციის კომისია სამართლებრივ პროცესს უკეთებს ანალიზს და ის არ აფასებს ქვეყნის ადგილობრივ პოლიტიკურ ვითარებას.
გია ვოლსკის თქმით, ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული.
"ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და არ იხედება, რა მდგომარეობაა სახელმწიფოში, სადაც რომელიმე კანონს დაჩქარებული, ან რეგულარული წესით იღებენ. აბსოლუტურად არ აინტერესებთ იმათ ტექნიკას ესვრიან პოლიციას, ქვებს, თუ მოლოტოვის კოქტეილებს.
რეალურად, სიტუაცია, რომელიც იყო საქართველოში შექმნილი, ასეთი წესით ითხოვდა კანონის მიღებას და ამაში მგონი, თავად ის ხალხიც დაგვეთანხმება, რომლებიც ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებდნენ. რაღაც კანონი დროზე უნდა მიიღო, რომ ამ პროცესს განვითარება არ ჰქონდეს, რომელიც ქვეყანას გინგრევს.
რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მისი ხასიათის შინაარსი არ ითვალისწინებს ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების შეფასებას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.