საქართველოს ექსტრემიზმი აღარ უნდა და ყველა, მათ შორის, ოპოზიციურ ფრანგზე მყოფი ხალხი მიხვდა, რომ პაატა ბურჭულაძე და სალომე ზურაბიშვილი სიკეთემდე ვერ მიიყვანენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„რაღაც ახალ-ახალ პლატფორმებს იგონებენ, რომ ახალი ძალა, ენერგეტიკული ინექცია მისცენ თუ ენერგეტიკული სასმელი დაალევინონ იმ მკვდარ მიმართულებას, რასაც ექსტრემიზმი ჰქვია. საქართველოს ექსტრემიზმი აღარ უნდა და ყველა მიხვდა, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ხალხი, რომ ბურჭულაძე და ზურაბიშვილი სიკეთემდე ვერ მიიყვანენ. ცდილობენ, იქნებ როგორმე საქართველოში სისხლი დაღვარონ. ეს არის მათი პლატფორმაც, შინაგანი კონსტიტუციაც და დახასიათებაც. ამ ადამიანებს უნდათ, რომ საქართველოში სისხლი დაიღვაროს. ყველა სხვა თემაზე ლაპარაკი სიყალბეა, განსაკუთრებით მათი მხრიდან, ვინც ქვეყანას სადისტურად მართავდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.