"ერთადერთი ადამიანია, ვინც არ არის დაკავშირებული იმ ბოროტებასთან და დანაშაულებთან, რომელიც ჩაიდინა ნაცმოძრაობამ. სწორედ ამიტომ, მან გამოაცხადა თავის თავი ლიდერად", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს გამოეხმაურა.
"სალომე ზურაბიშვილს აქვს ეგეთი ამოცანა, რომ როგორმე ამ სისხლის ლაქებს ნახერხი მოაყაროს, რომ არ გამოჩნდეს. ერთადერთი ადამიანია, ვინც არ არის დაკავშირებული იმ ბოროტებასთან და დანაშაულებთან, რომელიც ჩაიდინა ნაცმოძრაობამ. სწორედ ამიტომ, მან გამოაცხადა თავის თავი ლიდერად. რასაკვირველია, არის მის ხელში ის ბერკეტი, რომლითაც ცდილობს, რომ წარმოადგინოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატი, მინისტრთა კაბინეტი და საერთოდ, სათავეში ჩაუდგეს ამ რადიკალებს, რომ ხალხსაც და განსაკუთრებით ახალგაზრდებს გაუჩნდეთ განცდა, რომ მოდის ადამიანი, ვისაც რაღაც ევროპული სტანდარტები ახასიათებს. ეს ყველაფერი იმდენად გაიშიფრა, რომ მგონია, უნდა რცხვენოდეს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.