"უშველებელი რაოდენობის პრობლემები წარმოიშვა, რომელმაც მსოფლიო მიიყვანა შესაძლებლობამდე, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებით. ეს ხომ ზღაპარი გვეგონა და არ ყოფილა ზღაპარი და საქართველოში დგას რუსული არმია," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, გია ვოსლკიმ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ათეულობით სამხედრო ობიექტია და სარაკეტო კომპლექსი დგას აქ. არის კი დროული ახლა, ამ თემასთან დაკავშირებით, რუსულ-ამერიკული... ძალიან მწვავე და საკმაოდ ხისტია სანქციები, მიუხედავად იმისა, რომ ახალი პაკეტი არ არის, რადგან იქ ჩინეთია. ჩინეთსა და რუსეთს შორის რა ურთიერთობაა, იმაზეა ლაპარაკი, უშველებელი რაოდენობის პრობლემები წარმოიშვა, რომელმაც მსოფლიო მიიყვანა შესაძლებლობამდე, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებით. ეს ხომ ზღაპარი გვეგონა და არ ყოფილა ზღაპარი და საქართველოში დგას რუსული არმია. ანუ, რუსეთ - დასავლეთის მოლაპარაკების პროცესში, ადრე თუ გვიან, საქართველოს სეგმენტი დღის წესრიგში დადგება და ჩვენზე არაა დამოკიდებული, როდის დადგება. ჩვენზე არის დამოკიდებული ერთი რამ, რასაც ვაკეთებთ - საქართველო გადავარჩინოთ ომის ქარცეცხლისგან," - განაცხადა გია ვოლსკიმ.