რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, რათა შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, ამ თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი სამხრეთ კავკასიაა." - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს:

"ათეულობით მილიარდი გაქრა უკრაინაში ომის მსლელობისას, იარაღიც გაიყიდა… რასაკვირველია ეს ვერ იქნებოდა ქაოტური პარვა.

აწყობილი სქემა მოქმედებდა და არავინ დაიჯერებს , რომ ამაში არ იყო ჩართული მაღალი საერთაშორისო იერარქია. ამიტომ, რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, რათა შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, ამ თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი სამხრეთ კავკასიაა. საქართველოში გადატრიალება და მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა. არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც.

სამწუხარო და შემაძრწუნებელიცაა, რომ ამ ძალისხმევაში, ორგანიზებულ და დაფინანსებულ ჯგუფებად შეკრული ქართველებიც ღებულობენ მონაწილეობას"- წერს გია ვოლსკი.