მაინც და მაინც ახლა რატომ უნდათ ასეთი რევოლუციური სცენარის განვითარება და რატომ ბორგავენ, რომ სისხლის ღვრა არ მოხდა? იმიტომ, რომ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, საქართველოში საპროტესტო აქციებისთვის ჩამოსვლას გარკვეული ევროპელი ლიდერები, საგარეო მინისტრები კვლავ გეგმავენ.

„ის უნამუსო ხალხი რომ ჩამოვიდა, ბავშვებს რომ ეუბნებიან, რომ „ბავშვებო, ასე არ გამოვა - ჯახია საჭირო, სისხლის ღვრაა საჭირო. მთავრობას უნდა მოკიდოთ ხელი და ჩამოაგდოთ“.

ჩვენ კიდევ ერთი მთავარი თემა გვავიწყდება - ადგილობრივი არჩევნები მოდის, ერთი წელიც არ დარჩა - სულ მალე იქნება. არ აქვთ იმედი, რომ გაიმარჯვებენ. აქედან გამომდინარე, რატომ არ გვებადება კითხვა, რატომ მაინც და მაინც ახლა უნდათ ასეთი რევოლუციური სცენარის განვითარება და რატომ ბორგავენ იმის გამო, რომ სისხლის ღვრა არ მოხდა? იმიტომ, რომ ერთი - ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ და მეორეც, მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება. აბსოლუტურად სხვა ლანდშაფტი გვექნება. იტალიის პრემიერ-მინისტრმა დაასწრო ყველას და ჩავიდა და გააფორმა ფართომასშტაბიანი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება ჩინეთთან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ