"ნაციონალური მოძრაობის", როგორც პარტიის სამართლებრივი შეფასების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.
"კრიმინალური რეკეტი და ბიზნესზე ზეწოლა გახდა ჩვეულებრივი მექანიზმი, რითიც სახელმწიფო იმართებოდა იმ პერიოდში. ბიზნესის რეკეტი არ მდგომარეობდა მხოლოდ ქონების და ფულის წართმევაში, ღირსების და ჯანმრთელობის წართმევა, ადამიანების უკანონო დაკავება. სამართლებრივი შეფასება სჭირდება. გარდა ამისა, პოლიტიკური შეფასებაც აუცილებელია, რაც უნდა გახდეს დამოკიდებულების შემადგენელი ნაწილი, პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც დანაშაულს ჩადიოდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.