დამსჯელი ხელკეტი ხელში უჭირავთ, ევროკავშირი ასეთი არ იყო, ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ხანია, ამ საკითხზე განგაშია ატეხილი.

„ბრიუსელის ბიუროკრატიამ ხელში აიღო სტრაგეგიის დაგეგმვა და დამსჯელი ფუნქციაც იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს იცავენ. გარკვეულ საკითხებზე პოლონეთს აქვს პრობლემები, ასევე იტალიას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე. უნგრეთსა და სლოვაკეთზე აღარ ვსაუბრობ, ფიცოს მკვლელობის მცდელობა იმიტომ დაიგეგმა, რომ ის ინსტრუქციები არ შეასრულა, რაც „დიფ სთეითს“ აწყობს. ბრიუსელის ცენტრალური მმართველობა გარდაიქმნა დემოკრატიულისგან და ავტოკრატიულზე წავიდა. როგორც ჩანს, ამის რესურსი აქვს, რადგან წამყვანი ქვეყნების ლიდერები ისეთ გადაწყვეტილებებს უჭერენ მხარს, როგორიცაა მიგრაცია. ვინც ამას არ მიჰყვება, ის ჯარიმდება. დამსჯელი ხელკეტი ხელში უჭირავთ. ევროკავშირი ასეთი არ იყო. ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობასა და შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე. დიდი ხანია, ამ საკითხზე განგაში გვაქვს ატეხილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.