აუცილებელია, ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, – პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული რესურსები და რეზერვები, რათა საზოგადოებას მთელი რიგი მიმართულებით ვითარება შეუმსუბუქდეს.

„აუცილებელია, ზედმიწევნით ვიცოდეთ რეალური მდგომარეობა და ზედმიწევნით ვიცოდეთ მარშრუტი, რომელსაც საქონელი გადის ბაზებიდან, საიდანაც მოედინება დახლებამდე და რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას. ხომ არ არის ეს განგებ მოგონილი საბოტაჟი, ან, იქნებ, რაიმე მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ პრობლემას დაძლევს.  ვფიქრობ, თავად საკითხის შესწავლის დაწყება, რომელიც პრემიერმა დააანონსა, გულისხმობს, რომ არსებობს გარკვეული რესურსები და რეზერვები, რათა საზოგადოებას მძიმე ტვირთი მოვუხსნათ მთელი რიგი მიმართულებებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.