საქართველო თუ ანა პაულინა ლუნამ მიიწვია, ეს არ ნიშნავს, რომ ის მარტოა კონგრესში, იმ ფორუმებზე ბევრი ადამიანი იკრიბება, რომელსაც ეს ხალხი აორგანიზებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტი ვიღაცას ისტერიკაში აგდებს, მაგრამ ყველას უნდა უხაროდეს, რომ ნაბიჯები იდგმება, რათა საქართველო ამ ტურბელენტობაში გადარჩეს.
„ანა პაულინა ლუნა ასიათასიან მიტინს ვერ შეკრებს, დიდი გუნდია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან იმ იდეას კრებს, რომელიც აზრთა ერთიანობას გამოხატავს, როცა საუბარია ტრადიციაზე, სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებაზე. საქართველო თუ ანა პაულინა ლუნამ მიიწვია, ეს არ ნიშნავს, რომ ის მარტოა კონგრესში. იმ ფორუმებზე ბევრი ადამიანი იკრიბება, რომელსაც ეს ხალხი აორგანიზებს. ჩვენი დელეგაციაც სწორედ იქ არის ჩასული. ფორუმში მონაწილეობის გარდა, მათ საინტერესო შეხვედრები ექნებათ კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში. არცერთი ვიზიტი უკვალოდ არ ქრება. გასაგებია, რომ ეს ვიზიტი ვიღაცას ისტერიკაში აგდებს, მაგრამ ყველას უნდა უხაროდეს, რომ რაღაც ნაბიჯები იდგმება, რათა საქართველო ამ ტურბელენტობაში გადარჩეს. ხელისუფლება თუ ასეთ ნაბიჯებს დგამს, ეს არავისთვის არ უნდა იყოს მიუღებელი, „ნაცმოძრაობის“ გარდა. მის ტრენდს ნუ აჰყვებით. აშშ-ში და ევროპაში ვინც არ უნდა ჩავიდეს და მოითხოვოს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, მას უნდა მივესალმოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.







