არ შეიძლება ოპოზიციონერის ოჯახის წარმომადგენელი მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციებთან არის წვდომა - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"არ შეიძლება, რომ ოპოზიციის წევრის ოჯახის წარმომადგენელი, მუშაობდეს ადგილზე სადაც საიდუმლო ინფორმაციებთან არის წვდომა. თუ მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რა საკვირველია იგი არ შეიძლება უზიარებდეს ადამიანს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღიურად და მგონია, რომ სწორედაც ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის,  „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე, ნატა ქორიძე უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისულეს.