პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს მედიასთან გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოპულარული პარტიის მიმართ ასეთი ხისტი დამოკიდებულება გერმანიაში სიახლეა.

„პარტიის მიმართ და მით უმეტეს პოპულარული პარტიის მიმართ ასეთი ხისტი დამოკიდებულება, ასეთი კუთხით ეს გერმანიაში სიახლეა და არა მარტო გერმანიაში, ევროკავშირშიც. საქართველოსთან ვავლებთ ხოლმე პარალელებს. ჩვენ როდესაც „ნაცმოძრაობას“ ვუპირისპირდებით, გვაქვს ფაქტები, ვდებთ კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიდანაც მხოლოდ ერთი საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ევროპული დემოკრატიისათვის, რომ არა თუ პარტია აეკრძალათ, არამედ მისი ყველა ყოფილი წევრებისთვის აეკრძალათ საერთოდ სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარა.